+995 511 30 66 00
  • ფინანსური გამჭვირვალობა და განვითარება შენი ბიზნესისთვის

    PFI გთავაზობთ სრულფასოვან ფინანსურ ანგარიშგებას, ანალიტიკასა და მენეჯმენტს. ჩვენ დაგეხმარებით, უკეთ მართოთ თქვენი ხარჯები, გაზარდოთ მოგება და მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები. შენი ფინანსური წარმატება იწყება სტრატეგიული პარტნიორობით.

    დეტალურად

  • PFI — საიმედო პარტნიორი სტაბილური ზრდისთვის

    ჩვენ ვახორციელებთ თქვენი საქმიანობის სიღრმისეულ ანალიზს, გაძლევთ სტრატეგიულ რეკომენდაციებს და ვხელმძღვანელობთ შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. PFI-სთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობას, განვითარებასა და თქვენს მიზნებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებას.

    დეტალურად

ჩვენი სერვისები

ფინანსური ანალიზი

ფინანსური ანალიზი არის კომპანიის ფინანსური მონაცემების ღრმა და სისტემური შეფასება, რომელიც მიზნად ისახავს ძირითადი მაჩვენებლების, ტენდენციების და რისკების გამოვლენას. ეს პროცესი ეხმარება ბიზნესს, უკეთესად გაიგოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტური გადაწყვეტილებები.

ბიზნეს/საინვესტიციო გეგმის მომზადება

ბიზნეს და საინვესტიციო გეგმა წარმოადგენს დეტალურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს კომპანიის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, ფინანსურ პროგნოზებსა და ზრდის პერსპექტივებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ დაარწმუნოს ინვესტორები, პარტნიორები ან ბანკები კომპანიის იდეის სიცოცხლისუნარიანობასა და მომგებიანობაში.

ტრენინგები და სწავლება

ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ და რეალურ საჭიროებაზე დაფუძნებულ ტრენინგებს ფინანსებისა და ბიზნესის მიმართულებით. კურსები შექმნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკაში გამოყენება. სწავლება მიმდინარეობს გამოცდილ ექსპერტებთან, ადაპტირებული ტემპით და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფორმატით.

ბიზნესის ღირებულების შეფასება

ბიზნესის ღირებულების შეფასება არის კომპანიის რეალური საბაზრო ფასის განსაზღვრა, რაც ეფუძნება არა მხოლოდ მიმდინარე მაჩვენებლებს, არამედ საბაზრო გარემოს, მომავლის პერსპექტივებსა და სხვადასხვა ფინანსურ თუ არაფინანსურ ფაქტორს. შეფასება აუცილებელია, როდესაც გსურთ იცოდეთ, რამდენი ღირს თქვენი ბიზნესი ობიექტურად და პროფესიონალური შეფასებით.

ბანკებთან მედიაცია (შუამავლობა)

ბანკებთან მედიაცია გულისხმობს ფინანსური ურთიერთობების მართვას ბანკებთან. ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც თქვენი ინტერესების დამცველი პარტნიორი, რომელიც მთლიანად უძღვება მოლაპარაკებებს და უზრუნველჰყოფს, რომ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე მომგებიანი პირობები.

სასაქონლო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია/აუდიტი

ინვენტარიზაცია არის ორგანიზაციის ქონების სრულყოფილი აღრიცხვა და დამოწმება, რაც მოიცავს როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების ფიზიკურ გადამოწმებას. ჩვენი მომსახურება გულისხმობს პროცესის სრულ მართვას, ნაწილობრივ ან სრულ ინვენტარიზაციას, თქვენი ბიზნესის სპეციფიკისა და საჭიროებიდან გამომდინარე.

CFO აუთსორსინგი

CFO აუთსორსინგი ნიშნავს თქვენი კომპანიისთვის მაღალი დონის ფინანსური მენეჯერის — ფინანსური დირექტორის (CFO) ფუნქციის გარე პარტნიორის მეშვეობით შესრულებას. ჩვენ ვთავაზობთ გამოცდილ ფინანსურ ექსპერტს ან ექსპერტების გუნდს, რომლებიც ღრმად ერთვებიან თქვენი კომპანიის ფინანსურ პროცესებში, აძლევენ ბიზნესს ობიექტურ შეფასებას, აფასებენ რისკებს, გთავაზობენ სტრატეგიულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობენ თქვენი კომპანიის ზრდასა და მდგრადობას.

ჩვენი გუნდი

100
პროექტები
10
რეგულარული მომსახურება
50
კლიენტი
10
დასაქმებულთა რაოდენობა

პუბლიკაციები

ჩვენი პროეტები სექტორულად